logo_geo
eng_logo
რუსეთმა თურქეთთან რეგულარული ავიამიმოსვლა აღადგინა
- +

22 ივლისი. 2016. 11:16



საჰაერო ტრანსპორტის რუსეთის ფედერალურმა სააგენტო „როსავიაციამ" რუსეთსა და თურქეთს შორის რეგულარული ავიარეისების შესრულებაზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა.


„თურქული მხარისგან აეროპორტებსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გაძლიერების ზომების დაუყოვნებლივი მიღების შესახებ დაპირების მიღების შემდეგ, 2016 წლის 22 ივლისიდან აღდგება რეგულარული მიმოსვლა ყველა ავიაკომპანიისთვის, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან თურქეთში ასრულებენ რეისებს", - ნათქვამია საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა სამხედრო გადატრიალების შემდეგ შეჩერდა პოლიტიკური ვითარების გარკვევამდე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner