logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ვახერხებთ, რომ ადგილობრივი ექსპორტი მართლაც არნახული ტემპით იზრდებოდეს
- +

22 ივლისი. 2021. 18:20

„მიუხედავად იმისა, რომ დიდია გამოწვევა, რადგან გლობალურად პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება, ამის პარალელურად ჩვენ ვახერხებთ შევინარჩუნოთ საინვესტიციო მიმზიდველობა, პირიქით, გავზარდოთ საინვესტიციო მიმზიდველობა. ჩვენ ვახერხებთ, მივაღწიოთ უპრეცედენტოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, მიუხედავად პანდემიისა, ხელისუფლება ახერხებს, რომ ადგილობრივი ექსპორტი მართლაც არნახული ტემპით იზრდებოდეს, რამაც ეკონომიკის გაჯანსაღება გამოიწვია.

 

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშ ძალიან სასიხარულო სწორი და ობიექტური შეფასებაა. განსაკუთრებით გაგვიხარდა, რომ ანგარიში ასახავს კონრეტულ გადაწყვეტილებებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისა და კონკრეტულ პროგრამებს. დაწყებული პრივატიზაციისა და წიაღისეულის აუქციონების გზით ინვესტორებზე გაცემის პროგრამით, დასრულებული აწარმოე საქართველოში პროგრამითა და მისი კომპონენტებით, რაც მიმართულია ინვესტორების მოზიდვაზე. ამდენად, დეტალური და საქმეში ჩახედული ანგარიშია და ობიექტურად ასახავს იმ მიღწევებს, რაც ჩვენს საინვესტიციო გარემოს ახასიათებს. ეს გვაძლევს მყარ მოლოდინს, რომ პოსტპანდემიური პერიოდი, როდესაც ძირითად იმედებს ვამყარებთ ინვესტორებსა და საექსპორტო წარმოებაზე, ძალიან უმტკივნეულოდ ჩაივლის.

 

ძალიან დიდია გამოწვევა, რადგან გლობალურად პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება, ამის პარალელურად ჩვენ ვახერხებთ შევინარჩუნოთ საინვესტიციო მიმზიდველობა, პირიქით, გავზარდოთ საინვესტიციო მიმზიდველობა. ჩვენ ვახერხებთ, მივაღწიოთ უპრეცედენტოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. სავალუტო ფონდმა პრაქტიკულად გააორმაგა მოლოდინი ჩვენ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ვახერხებთ, რომ ადგილობრივი ექსპორტი მართლაც არნახული ტემპით იზრდებოდეს. ამან გამოიწვია გაჯანსაღება, თუმცა მთავარია სტაბილურობა, მაკრო-ეკონომიკური მდგრადობა, რაც აინტერესებთ ინვესტორებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის თავისუფალი გარემო, რაც ინვესტორებისთვის გვაქვს შექმნილი. დღეის მონაცემებით, დაახლოებიით 260 კომპანია ფუნქციონირებს საქართველოში, რომელიც ან სრულად, ან ნაწილობრივ ამერიკული კაპიტალით არის შექმნილი. ეს ტენდენცია მზარდია. ბოლო 10 წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდ 800 მილიონი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა აშშ-ის მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამერიკელი ინვესტორები, ზოგადად დასავლელი ინვესტორების რაოდენობა გაიზარდოს. ეს არ არის მხოლოდ თანხა, ეს არის დასავლური ბიზნესის კეთების კულტურა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner