ქვეყანაში საერთო ჯამში აცრილთაგან 67% ქალია და 33% მამაკაცი. ამის შესახებ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართელოში - 20021 წლის 15 მარტი-15 ივლისის პერიოდის ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, ასაკობრივ ჭრილში მინიმუმ ერთი დოზითა და სრულად აცრილი მოსახლეობის მოცვის სიხშირე განსხვავებულია. ამ მხრივ ლიდერობს 70-74 აკობრივი ჯგუფი, შემდეგ 65-69 ასაკია და 75 წლის და მეტი ასაკის ჯგუფი.
ანგარიშის თანახმად, საერთო ჯამში, 15 ივლისისათვის, ქვეყანაში მოხმარებულია 334 133 დოზა ვაქცინა, სრულად აცრილია 126 739 მოქალაქე, ხოლო მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 207 394 ადამიანი. ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა შეადგენს სამიზნე პოპულაციის 12.2%. იმუნიზაციის ექსპერტთა ტექნიკური ჯგუფის გადაწყვეტილებით,ასტრაზენეკას ვაქცინით აცრები ხელმისაწვდომია 45 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობისათვის, ხოლო სინოფარმისა და სინოვაკის შემთხვევაში აცრები ხელმისაწვდომია 18 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისათვის.
„ამ პერიოდისათვის, არსებული მონაცემების საფუძველზე, ყველაზე მეტი ადმინისტირებული დოზები არის თბილისში (202 904), აჭარასა (34 848) და იმერეთში (27 262).
ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდამდე, საქართველოს მასშტაბით პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები ვაწცინაციას ახორციელებენ 333 ამცრელი ბრიგადით. დღიური გამტარიანობის მაქსიმუმი შეადგენს 11 000-მდე აცრას. არსებული ადმინისტრირებული რაოდენობის მიხედვით, დღეში კეთდება საშუალლოდ 700 დოზა აცრა ყოველ 100 000 მოსახლეზე (იხ. დიაგრამა 2). აღნიშნული ვაქცინებიდან, სინოვაკისა და სინოფარმის ადმინისტრირება ხდება როგორც პირველადი ჯანდაცვის, ასევე ჰოსპიტალური სექტორის მიერ, ხოლო ასტრაზენეკასა და ფაიზერის ადმინისტრირება ექსკლუზიურად სტაციონარებშია შესაძლებელი“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პერსონალიდან, 15 ივლისისათვის სულ აცრილია 16 486 მუშაკი.