logo_geo
eng_logo
ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 54 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია
- +

22 ივლისი. 2021. 19:20

 

ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 54.7% სრულად ვაქცინირებულია. შესაბამის მონაცემებს ევროკომისია ავრცელებს.

 

„დღეის მდგომარეობით, ევროკავშირის ტერიტორიაზე 200 მილიონი ადამიანი სრულად აცრილია, რაც ზრდასრული მოსახლეობის 54.7%-ს შეადგენს“, - განაცხადეს ევროკომისიაში.

 

ამასთანავე, ევროკავშირის ტერიტორიაზე ვაქცინების, სულ მცირე, ერთი დოზა ზრდასრული მოსახლეობის 68.4%-მა მიიღო.

 

10 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირს ვაქცინების დოზების საკმარისი რაოდენობა აქვს, რათა ზრდასრული მოსახლეობის არანაკლებ 70% აცრას მიმდინარე თვის განმავლობაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner