BBC-ის ცნობით, ევროკავშირი თურქეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და საგარეო საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს თურქეთის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ანკარის ზოგიერთი ქმედება გააკრიტიკა.
„ის, რასაც ვხედავთ მედიასთან, უნივერსიტეტებთან, მართლმსაჯულების ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებით მიუღებელია", - განაცხადა მოგერინიმ.