სამეგრელოში შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით კაცია დაკავებული. შემთხვევა რეგიონის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული 60 წლამდე ასაკის კაცია, საქმეში დაზარალებული კი 18 წლის გოგონაა. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 137-ე, გაუპატიურების მუხლით დაიწყო.