“მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატაო ლექსო ლაშქარავს გარდაცვალების ფაქტზე. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს.
უნდა დაისაჯოს ყველა ვინც იძალადა ჟურნალისტებზე. ამას ვაკეთებ ჩვენც და ზუსტად ამ მიმართულებით მივდივართ”, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
“თავდაპირველად 1 ადამიანი იყო დაკავებული, დღეს 27 პირია დაკავებული მომხდარზე. ვერ ვიტყვი ხვალ რამდენი იქნება დაკავებული, რადგან არ ვიცი ზუსტად და ვმუშაობთ ამაზე. მინდა გავუსვა ხაზი, რომ აქ არიან პირები, რომლებიც ოთხ ეპიზოდში მონაწილეობდნენ. თუმცა მე არ ვამბობ, რომ ამოვწურეთ თემა, ჩვენ ვმუშაობთ. მოვუწოდებთ ჟურნალისტებს, რამდენიმე ჟურნალისტი არ მობრძანდა გამოკითხვაზე, რომ ინფორმაცია მოგვაწოდონ და თქვენი ეთერიდან ვთხოვდი, იქნებ მობრძანდნენ და მოგვცენ ჩვენებები და თუ აქვთ რამე ახალი ფაილები, რომ მოგვაწოდონ კარგი იქნება”, - აღნიშნა გომელაურმა.