23 ივლისს ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში კონცერტს ქრის ბრაუნის ნაცვლად ამერიკელი რეპერი ბასტა რაიმსი გამართავს.
ქრის ბრაუნი ბათუმს თურქეთში მიმდინარე მოვლენების გამო ვეღარ სტუმრობს.
კომპანია „ისთერნ პრომოუშენმა" ერთ დღეში გააფორმა კონტრაქტი ამერიკელ რეპერთან ბასტა რაიმსთან, რომელიც 23 ივლისს მსმენელის წინაშე საათნახევრიანი პროგრამით წარდგება.
მას, ვისაც უკვე შეძენილი აქვს ქრის ბრაუნის კონცერტზე დასასწრები ბილეთი, შესაძლებლობა ექნება, ბასტა რაიმსის კონცერტს დაესწროს, ან სურვილის შემთხვევაში ბილეთი დააბრუნოს. გადახდილი თანხა მსმენელს სრულად აუნაზღაურდება.