logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: ხომ ხედავთ? - აშშ გახსენებთ იმ 9 წელს
- +

22 ივლისი. 2021. 22:45

 

 

„ასეთი ჩანაწერის შემდეგ, თავი როგორ უნდა გამოყოთ?! რომელ ევროპელობაზე საუბრობთ, რომელ მედასავლეთეობაზე?” - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საკუთრების უფლების კუთხით გამოქვეყნებულ პროგრესზე და ფოტოსურათს აქვეყნებს.

 

ასევე, ექსპერტი მიმართავს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მათ ამ ჩანაწერის უნდა რცხვენოდეთ.

 

„წინა ხელისუფლებას ამ ჩანაწერის არ გრცხვენიათ, ხომ? თქვენმა ე.წ. კრიტიკულმა ტელევიზიებმა ვერ შეამჩნიეს ეს ჩანაწერი სახდეპის ანგარიშში? ახლა მიკროფონებით არ უნდა დაგდევდეთ ჟურნალისტები? ასეთი ჩანაწერის შემდეგ თავი როგორ უნდა გამოყოთ?! რომელ ევროპელობაზე საუბრობთ, რომელ მედასავლეთეობაზე? თქვენ თუ არა, ხალხს ხომ ახსოვს, როგორ აკოტრებდით, როგორ ართმევდით ბიზნესებს და რა მეთოდებით?! ვისაც დაავიწყდა, ხომ ხედავთ, აშშ გახსენებთ იმ 9 წელს?! ისე, 9 კი არა, სულ მცირე 17 წელი მაინც იყავით ხელისუფლებაში. მოქალაქეთა კავშირში იყავით უმეტესობა, ზოგი დეპუტატი, ზოგი მინისტრი, ზოგი შევარდნაძის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები“, - წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner