logo_geo
eng_logo
მორაგბე გიორგი ლომინაძე კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება
- +

22 ივლისი. 2016. 11:33



ქუთაისის შემოვლით გზაზე დაშავებული მორაგბეები ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აგრძელებენ მკურნალობას.

როგორც მკურნალმა ექიმმა მაია რუხაძემ განაცხადა,  საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია, ხოლო საქართველოს ჩემპიონის, „ლელოს" მორაგბე გიორგი ლომინაძე კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

კვირიკაშვილის მდგომარეობა მსუბუქია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის. რაც შეეხება ლომინაძეს, ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას მრავლობითი მოტეხილობები და დაჟეჟილობები აქვს",- აცხადებს ექიმი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner