“Georgia, located at the crossroads of Western Asia and Eastern Europe - საქართველო დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის კვეთაზე - ასე იწყება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2021 წელს საქართველოში საინვესტიციო კლიმატზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსაზღვრებაა, რომელიც მიუთითებს თუ სად იმყოფება საქართველო დასავლური ისტებლიშმენტის მენტალურ რუქაზე. ასეთია რეალობა მოგვწონს თუ არა”, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
“კიდევ ერთი ნიშანდობლივი მომენტი უკავშირდება ბიზნესის კეთებას და მართლმსაჯულებას. „მთლიანობაში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები ჯანსაღია?“ თუმცა რამდენიმე კომპანია პრეტენზიას გამოთქვამს მართლმსაჯულების მიმართ, მათ შორის იმის გამო რომ სადავო ბიზნეს საქმეების განხილვა წლობით იწელებაო.
ეს პრობლემა კი სხვა მიზეზებთან ერთად, რა თქმა უნდა დაკავშირებულია მოსამართლეთა რაოდენობის სიმცირესთანაც, რის აღმოფხვრაც ხდება სწორედ ახალი მოსამართლეების დანიშვნით, მეორე საკითხია ვის მოსწონს ისინი პერსონალურად და ვის არა.
„despite these remaining challenges, Georgia ranks high in the region as a good place to do business.“ ეს არის ამონარიდი ანგარიშიდან, რაც ჩვენებურად ნიშნავს,იმას რომ „არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო რეგიონში მაღალ კატეგორიაში განიხილება როგორც კარგი ადგილი ბიზნესის კეთებისათვის!“
და კიდევ, პოლიტიკური უსაფრთხოების ბლოკში საგანგებოდ არის გამოყოფილი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები, სადაც მოვლენებს დარქმეული აქვს თავის სახელი - რომ პროტესტანტები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ და რომ პოლიციამ მთლიანობაში შეასრულა საკუთარი ვალდებულება დაეცვა და შეენარჩუნებინა წესრიგი.
ვფიქრობ საკმარისია დასკვნების გამოსატანად მათ შორის რევოლუციურ სცენარებსა და საკუთარი ქვეყნისათვის სანქციებზე მეოცნებეთათვისაც”, - წერს ანალიტიკოსი.