logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიებში მოსმენილი ბოროტი ტყუილები არ მოხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტში
- +

23 ივლისი. 2021. 02:08

 

 

“ამერიკაში "ნაციონალური მოძრაობის" ზეაქტიური ლობისტური საქმიანობის, ვაშინგტონში, ნიკანორ მელიას ამასწინდელი "უპრეცედენტოდ ნაყოფიერი" შეხვედრების და სხვადასხვა საერთაშორისო გზავნილებში იმ სიცრუის ტირაჟირების მიუხედავად, რომ 2019 წლის ივნისში, საქართვეელოს ე.წ. პრორუსულმა მთავრობამ, ე.წ. გავრილოვის ღამე მოაწყო, "თავისუფლებისათვის მებრძოლთა აქტივობები ჩაახშო", სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიებში მოსმენილი სხვა მსგავსი ბოროტი ტყუილები არ მოხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტში”, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

 

“საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2021 წლის ანგარიშში, საქართველოს პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს აღწერისას, ამერიკის საგარეო-პოლიტიკური უწყება აღნიშნავს შემდეგს: საქართველოში ქუჩაში ძალადობრივი საპროტესტო აქციები იშვიათია. თუმცა, მნიშვნელოვანი შეტაკებები მოხდა 2019 წლის ივნისში, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტში შესვლა სცადეს. ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ზოგიერთმა თვალის მძიმე დაზიანება მიიღო, რადგან პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა. საერთო ჯამში, პოლიციამ შეასრულა წესრიგის დაცვის ვალდებულება დაუგეგმავი საპროტესტო აქციების დროსაც კი.

სახელმწიფო დეპარტამენტი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს პოლიციელთა პროფესიონალიზმს, რადგან მათ აღკვეთეს დაუგეგმავი პროტესტით, მაგრამ აშკარად გამოკვეთილი პარლამენტში შეჭრის მცდელობა”, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner