logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: “ნაცმოძრაობისთვის”, მასთან ალიანსში მყოფი ოპოზიციისათვის და პარტიულ ტელევიზიებად ქცეული მედიისათვის, სრული ფიასკოს ტოლფასად უნდა მივიჩნიოთ, 2019 წლის 20 ივნისის შეფასებაც
- +

23 ივლისი. 2021. 02:58

 

 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2021 წლის ანგარიშს, ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება.

 

“აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2021 წლის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა,  საქართველოსთან მიმართებაში მეტად საინტერესო ასპექტებს მოიცავს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო არა მხოლოდ მოწინავეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით და დადებითად არის დახასიათებული არსებული ბიზნეს გარემო საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით, არამედ პოზიტიურად არის შეფასებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია დაბალ დეფიციტებზე, დაბალ ინფლაციაზე და მცურავ რეალურ გაცვლით კურსზე, თუმცა  გაცილებით საინტერესო მაინც ბოლო ორი წლის მოვლენები და პირველ რიგში კოვიდ პანდემიური პერიოდია აღსანიშნავი.

 

მიუხედავად COVID-19 პანდემიის ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენისა, რამაც გასულ წელს ეკონომიკის 6 პროცენტიანი ვარდნა გამოიწვია, განსაკუთრებით  ტურიზმის სექტორში შემოსავლების მკვეთრი შემცირების გამო, ანგარიში ეყრდნობა რა მსოფლიო ბანკის შეფასებას, საქართველოს  მყარ მაკროეკონომიკური ჩარჩოზე აკეთებს აქცენტებს, რაც მიმზიდველი ბიზნეს გარემოს და მკაცრი სახელმწიფო ფინანსური მენეჯმენტის პირობებში ხორციელდება, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს COVID- ის შემდგომ განვითარებას. მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ეკონომიკიური მაჩვენებლები, რაც ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაშია ასახული ამ შეფასების უტყუარი არგუმენტია.

 

მიმაჩნია, რომ ეს ფაქტორი, იმ კუთხითაც არის საინტერესო, რომ ოპოზიცია სწორედ ანტიკრიზისული მენეჯმენტის ნაწილში,  არასწორად დაგეგმილ ფინანსურ ხარჯებზე აკეთებდა და აკეთებს მუდვივად აპელირებას.

რაც არანაკლებ საინტერესოა ანგარიში ადასტურებს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ პარამეტრებს, რომლებიც,    აღემატება ევროპასა და ცენტრალურ აზიის საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნის საშუალო მაჩვენებლებსაც კი.

 

ამასთან, აარანაკლებ საინტერესოა სასამართლო სისტემის შძფასებაც და ოპოზიციის მუდმივი სპეკულირებამდე დასული კრიტიკის თემაა აქ გაბათილებული. მოხსენებაში, რომელსაც სუბიექტურობას ვერავინ დასწამებს აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში იზრდება ნდობა სასამართლო სექტორში, რომელიც განიხილავს კომერციულ საქმეებს დამოუკიდებლად ან დროულად და კომპეტენტურად, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები აქ ჯერ კიდევ არის. ზოგიერთ ბიზნეს დავის საქმეზე სასამართლო სისტემა წლების განმავლობაში გრძელდება, ხოლო კომპანიები კვლავ უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესს, და ეფექტური ანტიმონოპოლური პოლიტიკის არარსებობას, ასევე  დავებს საკუთრების უფლებებზე. თუმცა ანგარიში პოიზიტიურად აფასებს საქართველოს მთავრობის მზაობას  ამ საკითხების გადასაჭრელად.

 

კიდევ ერთი საკითხი ტრანზიტის და ლოჯისტიკის პერსპექტივებს ეხება, რომელიც  ქვეყნისათვის პრიორიტეტული სექტორია, საგარეო ვაჭრობის სტიმულირების თვალსაზრისით. ერთადერთი შენიშვნა აქ  ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობის შეჩერებას ეხება.  და ობიექტურობისათვის მოხსენება ეყრდნობა ინვესტორთა ჯგუფის პოზიციას, მთავრობის ქმედებებზე პროექტის წინააღმდეგ ფინანსური სირთულეებისა და საბოლოოდ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. თუმცა იქვე ცალსახად არის აღნიშნული, რომ  სულ უფრო ღრმავდება საქართველოსთან აშშ -ის სავაჭრო-ეკონიომიკური ურთიერთობები, ხოლო ცალკე, ლოგისტიკისა და პორტის მენეჯმენტის ამერიკულმა კომპანიებმა ფოთსა და ბათუმში დაიწყეს როგორც ბათუმის, ისე ფოთის პორტების განვითარება და გაფართოება. 2020 წელს ლოგისტიკური კომპანიები დაასრულებენ ორ ახალ ტერმინალურ პროექტს.

 

ანგარიში იმ კუთხითაც არის საინტერესო, რომ იგი აქცენტს აკეთებს 2019 -2020 წლებში გატარებულ რეფორმებზე ანუ ეს ეხება კოვიდ პანდემიის წინა კრიზისულ და კრიზისულ პერიოდში გატარებულ ღონისძიებებს, რეალურად პრემიერ გახარიას მართველობის პერიოდს, რაც ცალსახად პოზიტიურად არის შეფასებული.

 

პოლიტიკური ფაქტორებიდან ნაციონალური მოძრაობის, მასთან ალიანსში მყოფი ოპოზიციისათვის და მათი ინტერესების გამომხატველი არასამთავრობო სექტორისათვის თუ უკვე პარტიულ ტელევიზიებად ქცეული მედიისათვის,  სრული ფიასკოს ტოლფასად უნდა მივიჩნიოთ, 2019 წლის 20 ივნისის შეფასებაც. მართალია, მოხსენება ასობით ადამიანის დაშავებაზე მათ შორის ზოგიერთმა თვალის მძიმე დაზიანებაზე მიუთითებს, მაგრამ ამავდროულად ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ  საერთო ჯამში, "პოლიციამ შეასრულა წესრიგის დაცვის ვალდებულება დაუგეგმავი საპროტესტო აქციების დროსაც კი.“ ხაზს ვუსვამ, არა წინასწარ დაგეგმილ, არამედ თვით დაუგეგმავ საპროტესტო აქციების იურიდიულ- სამართლებრივ მხარეზეა აქცენტირება.

ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას  ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში და მაღალი დონის შეხვედრები, განსხვავებით ნაციონალური შეფერილობის ოპოზიციისაგან, სწორედ ამაზე მიანიშნებს მხოლოდ”, - წერს ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner