logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: რეფორმების ცვლილებები მიმართული იქნება იქითკენ, რომ მოსახლეობამ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს
- +

22 ივლისი. 2016. 11:34



ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „ექსპო ჯორჯიაში" განაცხადა, რომ  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე.

 სერგეენკომ აღნიშნა, რომ დღეს არის საშუალება,  სამი წლის განმავლობაში ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები ერთიანად შეფასდეს ისეთი ყველაზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი.


„მათ აქვთ ძალიან ნათელი, აღქმადი გზავნილები, რომლებიც არის ორი მიმართულებით. პირველი, რომ რეფორმა სწორია და მიმართულება, რომელიც ჯანდაცვის სისტემას აქვს აღებული, სწორია. ძირითადი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. რჩება გამოწვევები, რომელზეც ჩვენ გვექნება ძალიან დეტალური განხილვა.

რეფორმების ცვლილებები მიმართული იქნება იქითკენ, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკა, რომ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში მოსახლეობამ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს. ეს გამოიხატება ორი მიმართულებით: პირველი - განახლება მოხდება კერძო დაზღვეულებისა და საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილეების ბაზების, რაც მნიშვნელოვან თანხებს გამოათავისუფლებს და მიმართული იქნება მთავარი გამოწვევისკენ, როგორიცაა ის მედიკამენტები, რომელიც პაციენტმა მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა სვას ქრონიკული დაავადებების გამო. რაც შეეხება სტაციონარულ კომპონენტს, როდესაც პაციენტი მკურნალობს, მას რა თქმა უნდა, მედიკამენტებს აუნაზღაურებს სახელმწიფო", - განაცხადა სერგეენკომ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner