logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: ამ დროისთვის 6 ათასამდე საწოლია მობილიზებული - დაემატა კოვიდ სასტუმროები, რომ არ შეიქმნას პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ან კოვიდ კლინიკებში გადაყვანის პრობლემა
- +

23 ივლისი. 2021. 11:03

 

„ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება არის მაქსიმალური - ამ დროისთვის 6 ათასამდე საწოლია მობილიზებული,“- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

როგორც გაბუნია აღნიშნავს, საწოლფონდი კიდევ გაიზრდება.

 

„დაემატა კოვიდ სასტუმროები იმისათვის, რომ არ შეიქმნას პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ან კოვიდ კლინიკებში გადაყვანის პრობლემა. სრულად არის მობილიზებული პირველადი ჯანდაცვის ქსელი, რომ ბინაზე მოვლა და მართვა იყოს შესაბამისი. საბედნიეროდ, ბევრი პაციენტია, ვინც მკურნალობას ბინაზე აგრძელებს, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ხშირად უსიმპტომოც, მაგრამ ასევე საყურადღებოა მძიმე პაციენტები, რომლებიც რჩებიან ინტენსიურ განყოფილებასა და რეანიმაციაში. ბავშვებში შემთხვევები უმეტესად არის მსუბუქი მიმდინარეობის და მათი დაყოვნება კლინიკებში არ აღემატება 3 დღეს, არის ერთეული შედარებით მძიმე შემთხვევა“, - განაცხადა გაბუნიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner