logo_geo
eng_logo
ცეზარ ჩოჩელი მცხეთის მაჟორიტარად იყრის კენჭს
- +

22 ივლისი. 2016. 11:41



არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი მცხეთაში მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს. მას საინიციატივო ჯგუფი წარადგენს.


ცეზარ ჩოჩელი 2003-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ახალგორის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. 2008-2012 წლებში იყო სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში.


2012 წლის 24 ნოემბერს გადადგა გუბერნატორის თანამდებობიდან. მას შემდეგ არის „ქართული ლუდის კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner