„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდო,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საქართველოში ნახევარი მილიონი “ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოდის, ამას გარდა, ქვეყანას აქვს ასევე მილიონ ნახევარი ჩინური ვაქცინა.
„მთელი ჩვენი აქცენტი უნდა იყოს განვითარებაზე და ვაქცინაციაზე. დღეს ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოდის. ეს არის ამერიკის მთავრობის დახმარება. გარდა ამისა, მილიონ ნახევარი ჩინური ვაქცინა არის საქართველოში და მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.