logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს კანდიდატს თბილისში და არც ერთ მუნიციპალიტეტში არ ეყოლება ალტერნატივა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგია ქაოსი და დესტაბილიზაცია, რასაც ვერ ეღირსებით
- +

23 ივლისი. 2021. 12:15

 

„ჩვენს კანდიდატს თბილისში, არც ერთ ქალაქში, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ ეყოლება ალტერნატივა,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი, როგორც დედაქალაქში, ისე ყველა ქალაქში, დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

 

„ნაციონალურ მოძრობას“, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ვინაიდან სხვა პარტიები, როგორც ვუყურებთ, აღარ ჩანს, არავითარი დღის წესრიგი არ გააჩნიათ, გარდა ერთისა, რომ ქვეყანაში იყოს მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია, რასაც თქვენ ვერ ეღირსებით, ეს ერთი მინდა იცოდეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner