logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის ნაწილი „ნაცმოძრაობის“ დიქტატიდან გამოსვლას ცდილობს, არ მგონია ერთიან კანდიდატზე შეთანხმდნენ
- +

23 ივლისი. 2021. 12:17

 

„ოპოზიციის ნაწილი „ნაცმოძრაობის“ დიქტატიდან გამოსვლას ცდილობს და არ მგონია, ერთიან კანდიდატზე შეთანხმდნენ,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ქართულ ოცნების“ მერობის კანდიდატს თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა აქვს.

 

„ოპოზიციის გარკვეული სუბიექტები ცდილობენ, როგორმე გამოვიდნენ ნაცმოძრაობის დიქტატიდან და არა მგონია, რომ ერთიანი კანდიდატის საკითხზე მათ შორის შეთანხმება შედგეს. იმდენად მძლავრია ის პოზიცია, რომელიც აქვს კალაძეს, როგორც მერობის კანდიდატს, ვფიქრობ, გაუჭირდებათ კონსტრუქციული ბრძოლის რეჟიმში შემოსვლა", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner