ბასტილიის აღების დღეს, ნიცაში განხორციელებულ ტერაქტთან კავშირში მყოფ ხუთ ეჭვმიტანილს საფრანგეთის პროკურატურამ ბრალი წაუყენა.
ეჭვმიტანილია 4 მამაკაცი და ერთი ქალი. მათი ასაკი 22-დან 40 წლამდეა. მათ ბრალად ედებათ ნიცას ტერაქტში მონაწილე მუჰამედ ბულელისთვის დახმარება.
ნიცაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.