logo_geo
eng_logo
ირაკლი ქარსელაძე: პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში შერჩეული პროექტების უმეტესობაზე სამუშაოები დაწყებულია
- +

23 ივლისი. 2021. 12:59

 

„ჩვენი ქვეყნის თვითმმართველი ერთეულების ეკონომიკური გაძლიერებისათვის აუცილებელია მათი ინსტიტუციური განვითარების და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა, ასევე - კრიტიკულ და საბაზისო ინფრასტრუქტურაზე, თანამედროვე სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

 

„სწორედ ამისათვის, 2019 წლიდან ქვეყნის რეგიონებში მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, დაასრულა 41 სკოლის მშენებლობას 10000-მდე ბავშვისთვის. 2022 წლისთვის, სულ 65 ახალი სკოლა გვექნება აშენებული; დავიწყეთ და გავაგრძელებთ 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, რასაც მალე დაემატება კიდევ 60 სკოლის რეაბილიტაცია; ვაშენებთ 31 საბავშვო ბაღს, საიდანაც 29 ბაღის მშენებლობა უკვე დასრულდა. 4 დიდ ქალაქში - ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ახალციხეში წელს დავიწყეთ თანამედროვე სპორტკომპლექსების მშენებლობა და ეს პროცესი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. შეუქცევადი სახე ექნება რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის არა მხოლოდ ცხოვრებისა და განვითარების სათანადო პირობების შექმნას, არამედ მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასაც გულისხმობს და ამ ჭრილში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი პროგრამა „განახლებული რეგიონები“ უპრეცენდენტო ნაბიჯია,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

 

მინისტრის თქმით, ამ პროგრამის განსაკუთრებული მნიშვნელობა ისიც არის, რომ ყველა პროექტი 63 მუნიციპალიტეტში ერთდროულად, უშუალოდ მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე დაყრდნობით და მათგან მიღებული ინიციატივებით განხორციელდება, ამ ეტაპზე კი, პრაქტიკულად ყველა მათგანზე დაწყებულია სამობილიზაციო-მოსამზადებელი სამუშაოები.

 

ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, ეს პროგრამა იქონიებს ეფექტს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტების ურბანულ განვითარებაზე, არამედ პროგრამაში ჩართულ შესაბამის მოხელეთა კვალიფიკაციისა და გამოცდილების ამაღლებაზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner