საქართველოში აშშ-ელჩი იან კელი წინასაარჩევნო კამპანიას დადებითად აფასებს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ელჩმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ეს არის ძალიან კარგი კამპანია, გარემო ძალიან ცივილიზებულია, მიუხედავად იმისა, რომ კამპანია დიდი ხანია დაწყებული არ არის, მოუთმენლად ველოდები მის გაგრძელებას", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ.