logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: კაბინეტებს ქმნიან, მინისტრებს იყოფენ - ოპოზიცია ვირტუალურ სამყაროში აპირებს ცხოვრებას
- +

23 ივლისი. 2021. 13:56

 

„ოპოზიცია ვირტუალურ სამყაროში ცხოვრებას აპირებს,“ - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" ინიციტივას, რომელიც 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისის შექმნას ითვალისწინებს.

 

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას კითხვებზე პასუხების მიღება არ სურს და არც ადამიანის უფლებები აინტერესებს.

 

„კაბინეტებს ქმნიან, მინისტრებს იყოფენ, ხან ვერ იყოფენ, ვირტუალურ ხელისუფლებას ქმნიან და აანონსებენ, ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს, მერე რაღაც საგამოძიებო კომისიას ქმნიან და არსებული რაც არის, იქ არ მონაწილეობენ. ასეთი არათანმიმდევრული ნაბიჯები არის ზუსტად იმის წინაპირობა, რომ ოპოზიციის მარცხი გარდაუვალი იქნება არჩევნებზე.

 

შს მინისტრი თავად იყო სესიაზე, რომ მათ შორის, კრიტიკული კითხვებითვის გაეცა პასუხი, ამის საშუალება თავად რადიკალურმა ოპოზიციამ არ მისცა ზუსტად იმიტომ, რომ მათ არ აინტერესებთ არც ადამიანის და ჟურნალისტის უფლებები. თავად აღიარებენ და ამბობენ, რომ მისგან არ აინტერესებთ არაფერი გარდა იმისა, რომ გადამდგარიყო", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner