logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: გამოძიებას უნდა ვაცადოთ და 5 ივლისის საქმის გამოძიებაზე შეკითხვები თუ იქნება, პარლამენტში კომისიის შექმნა გარდაუვალი იქნება
- +

23 ივლისი. 2021. 14:09

 

„გამოძიებას უნდა ვაცადოთ და 5 ივლისის საქმის გამოძიებაზე შეკითხვები თუ იქნება, პარლამენტში კომისიის შექმნა გარდაუვალი იქნება,“ – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო თემის კომენტირებისას.

 

„დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მარტივი პროცედურით ხდება, მაგრამ თუ სამართალდამცველების მიერ გამოძიებული შედეგები არგუმენტირებულად არ იქნება მისაღები, ასეთ შემთხვევაში, კომისია იქმნება.

 

ახლა მიმდინარეობს პროცესი, გუშინდელი მდგომარეობით, 27 ადამიანი იყო პატიმრობაში და 100-მდე ადამიანს წაყენებული ჰქონდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამ ძალადობაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს ადეკვატურად და გარდაუვლად. თუ დავინახავთ, რომ გამოძიებაზე კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, გარდაუვალი იქნება კომისიის შექმნა, მაგრამ ახლა თუნდაც მცირე ხანი გამოძიებას უნდა ვაცადოთ“, – აცხადებს დავით სერგეენკო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner