logo_geo
eng_logo
მერაბ კოკოჩაშვილი: აუცილებელია, კინოცენტრის დირექტორობის კანდიდატმა კონკურსი გაიაროს!
- +

ავტორი ანა ნოდია

5 მარტი. 2016. 19:09



კინოცენტრის დირექტორ ნანა ჯანელიძეს მარტის თვეში უფლებამოსილების ვადა ეწურება. კინოხელოვნების სფეროს წარმომადგენლები საქართველოს  კულტურისა  და ძეგლთა  დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს ღია წერილით მიმართავენ, რომ ამ თანამდებობაზე აუცილებელია კონკურსის წესით დანიშვნა. მიმართვას ხელს 135 კინოხელოვანი აწერს. ამ თემაზე „რეპორტიორს" რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი ესაუბრება:

 

„როგორც წინა არჩევნებისას იყო, აუცილებელია, შეიქმნას კომისია, რომელიც კანდიდატურებს განიხილავს და შემდეგ ამ კანდიდატურებიდან არჩეულების სია გადაეგზავნება კულტურის მინისტრს და ის მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება. ვერ გეტყვით, უკვე არის თუ არა შერჩეული სხვა თავმჯდომარე, მაგრამ ვთვლი, გაცილებით დემოკრატიული გზაა, თუ იქნება ჯერ კონკურსი, გადაწყვეტილებას მიიღებს კომპეტენტური ხალხი, რომელიც წარმოდგენილი იქნება კინოკავშირისგან!

 

თავის დროზე ეს პრინციპი მიღებული იყო კინოკანონით. ნაციონალების პერიოდში, გაბაშვილის დროს შეიცვალა ეს პრინციპი, რასაც არ ვეთანხმებოდით. ეს გაგრძელდა ნიკა რურუას კულტურის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროსაც. ახალი ხელისუფლების პერიოდში, მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მიიღო გადაწყვეტილება, დემოკრატიული პრინციპი დაებრუნებინა და ამ წესით დაინიშნა ახალი ხელმძღვანელი კინოცენტრში", - განაცხადა მერაბ კოკოჩაშვილმა.


შეკითხვაზე, კინოცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე კინემატოგრაფისტებს ხომ არ ჰყავთ კანდიდატურა, რეჟისორი ამბობს, რომ არსებობს რამდენიმე კანდიდატურა, თუმცა დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებს:


„შესაძლებელია, იყოს რამდენიმე კანდიდატურა. მე არ შემიძლია დასახელება. ამას გარდა, შესაძლებელია, კანდიდატმა თავად წარადგინოს თავისი თავი, მათ შორის ნანა ჯანელიძემაც", - განაცხადა კოკოჩაშვილმა.




იხილეთ:


კინოხელოვანები კულტურის მინისტრს განცხადებით მიმართავენ


http://reportiori.ge/inside.php?menuid=6&id=1154



 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner