logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ღმერთო, გთხოვ აი ასე არ მომაშიო...
- +

23 ივლისი. 2021. 15:02

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ყოფნას ეხმაურება და წერს:

 

„საქართველოს კანონით, ნებისმიერი მოქალაქე დაცულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, არასასურველი კომუნიკაციისა და ადევნებისაგან (151 I მუხლი).

 

გასაგებია, რომ ეს კანონი, ზუსტად ისე, როგორც სხვა კანონები ჟუუურრრრნალისტებსა და „ნაცმოძრაობის“ წევრებზე არ მოქმედებს, მაგრამ არსებობს შინაგანი მორალი, რომელიც ცხოველებსაც ინსტიქტის დონეზე აქვთ.

 

ხშირად გვინახავს, თუ როგორ გადაარჩინა რომელიმე მტაცებელმა სხვა ჯიშის სუსტი ნაშიერი და ამ ადამიანურ ფაქტს აღფრთოვანებაში მოვუყვანივართ.

 

რაც შეეხება ამ გავეშებულ არსებებს, მათზე ეს კანონიც არ მოქმედებს. არ მოქმედებს, რადგან ფულის შოვნის, ანუ კუჭის ინსტიქტმა სხვა ყველაფერი ჩაკლა.

 

ღმერთო, გთხოვ აი ასე არ მომაშიო“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner