logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ამცრელი პუნქტები დიდ მოლებსა და სავაჭრო ცენტრებშიც მოეწყობა
- +

23 ივლისი. 2021. 15:45

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამცრელი პუნქტები დიდ მოლებსა და სავაჭრო ცენტრებშიც მოეწყობა. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, თბილისის გარდა მსგავსი სივრცეები დიდ ქალაქებშიც მოეწყობა.

 

„დღეს პრემიერმა გასცა დავალება ამ საკითხთან მიმართებაში, რომ დიდ მოლებში - „თბილისი მოლი“, „ისთ ფოინთი“, „ვესთ ფოინთი“ და ა.შ. მოეწყოს უახლოეს ხანში ამცრელი. ასეთი უკვე გვაქვს „ჰუალინგის მოლში“. მსგავსი ასევე გაკეთდა ლილოს ბაზრობაზე. მსგავსი დიდი სივრცეები დიდ ქალაქებშიც უნდა ჩამოყალიბდეს. კერძო სექტორს ეთხოვა მათი მენეჯმენტი.

 

უნდა მივიდეთ თითოეულ მოქალაქესთან. აქტიურად განიხილება სოფლის ექიმების მეტად ჩართვა ვაქცინაციის პროცესში. იცით, რომ სოფლის ექიმები გამოცდილი ხალხია. ისინი რუტინულ, ანუ ბავშვების ვაქცინაციაში აქტიურად მონაწილეობენ. სახლში დღესაც დადიან, მობილური ბრიგადები. შშმ პირებთან დღესაც მივიდნენ. ძირითადად, რესპუბლიკურ საავადმყოფოზეა ეს პასუხისმგებლობა. ვინც ვერ მიდის ასაცრელად, ფორმდება დოკუმენტი, ექიმის ფორმა 100-ით და სახლში დღესაც იცრებიან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner