იაპონიაში წელს VHS-ის ფორმატის ბოლო ვიდეომაგნიტოფონს გამოუშვებენ. ამის შესახებ „BBC" იუწყება. კომპანია „Funai Electric" ვიდეომაგნიტოფონებს 33 წლის განმავლობაში აწარმოებს, მაგრამ შარშან მან მხოლოდ 750 ათასი ერთეულის გაყიდვა მოახერხა, მაშინ როდესაც წინა წლებში გაყიდული ვიდეომაგნიტოფონების რაოდენობა წელიწადში 15 მილიონს აღწევდა. ცნობისთვის, კომპანია „პანასონიკმა" ვიდეომაგნიტოფონების გაყიდვა ჯერ კიდევ 2012 წელს შეწყვიტა. ეს ტექნოლოგია, ძირითადად, DVD-მ შეცვალა.