„ნიკა მელია სრულიად გაკოტრებული პოლიტიკოსია. მისი ბოლო, აშშ-ში ვიზიტის დროსაც დადასტურდა, რომ არცერთი მაღალი დონის შეხვედრა მას არ ჰქონდა და მას დასავლეთ არასერიოზულად განიხილავს. შემდეგ, ის ესტუმრა ბატონ სააკაშვილს, რომელთან ერთადაც, ასევე, ვერ შეთანხმდა საერთო კანდიდატზე“, - აცხადებს საპარლამენტო უმრაველესობის წევრი, გიორგი ამილახვარი.
მისივე თქმით, ნიკა მელია კახა კალაძეს კონკურენციას ვერ გაუწევს.
„იგი „ქართული ოცნების“ კანდიდატს ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევს, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ელენე ხოშტარია სახელდება საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - ვიცე-მერობის კანდიდატად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ მიერ არაერთხელ ნათქვამს - ეს სამი ადამიანი ყოველთვის იყო, არის და რჩება ერთი დიდი „ნაციონალური ოჯახის“ წევრად და განშტოებად“, - აცხადებს გიორგი ამილახვარი.
„ნაციონალური მოძრაობა“, რამდენიმე პარტიასთან ერთად, თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას დაასახელებს. „ქართულმა ოცნებამ“ კი თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.