logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიზე: კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გამო, იმატა იმ ბავშვების რაოდენობამ, რომელთაც, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ
- +

23 ივლისი. 2021. 16:18

 

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის „დელტა“, ე.წ. „ინდური“ შტამის ცირკულაციამ ბავშვებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაზარდა.

 

„ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს პედიატრიული პაციენტები - კორონავირუსის მეორე ტალღასთან შედარებით, როცა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, მაგრამ, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა - გაცილებით ნაკლები. სწორედ, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გამო, ბოლო კვირების განმავლობაში, განსაკუთრებით მოიმატა იმ ბავშვების რაოდენობამ, რომელთაც, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, მეტია მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner