logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გიორგაძის მიმართ საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურების დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა
- +

22 ივლისი. 2016. 12:42



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  გიორგი ვოლსკი ინტერპოლის მიერ იგორ გიორგაძესა და თემურ ბასილიაზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას თავად ინტერპოლის ახალ შიდა რეგულაციებს უკავშირებს.

ვოლსკის განცხადებით,  ინტერპოლმა შეცვალა შიდა რეგულაციები და თუკი პირს რომელიმე ქვეყანა თავშესაფარს აძლევს, მას ძებნილთა სიიდან იღებს.

„რეგულაცია შეიცვალა, თუმცა არ შეცვლილა არაფერი იგორ გიორგაძის მიმართ საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურების დამოკიდებულებაში. მის მიმართ პრეტენზია კვლავ არსებობს", - განაცხადა ვოლსკიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner