logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: თქვენთვის ფურთხი, რა დასანანია...
- +

23 ივლისი. 2021. 17:55

 

„ბოლოს და ბოლოს, ისე თუ გინდათ იაროთ ამ ქალაქში, რომ ყველამ გაფურთხოთ, კი ბატონო, არაა პრობლემა,  თქვენთვის ფურთხი, რა დასანანია, ყველამ ნამდვილად უნდა გაიმეტოს!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ტვ პირველი!!!

 

გამაგებინეთ თქვენ, ტელევიზია ხართ თუ, ფაშისტური ორგანიზაცია?? პრემიერის არასრულწლოვან, პატარა ბავშვებს, დილიდანვე რომ დასდევთ მიკროფონებით და ბავშვებს რომ პროვოკაციულ კითხვებს უსვამთ, რა არის ეს, ჟურნალისტიკის ახალი განხრა, როგორ დააავადმყოფოთ და დაანერვოზოთ მომავალი თაობა, თუ რა უბედურებაა?

 

თქვენგან ცდილობთ,  დააბულინგოთ და დაავადმყოფოთ პატარა ბავშვები... არადა რომ გკითხოთ კაცმა, ადამიანის უფლებებს იცავთ... გამოდიხართ საჯაროდ და ბღავილით აპროტესტებთ ძალადობას, სინამდვილეში კი, აი ეს მართლაც მონად ქცეული გოგო, აქ პირბადით, ამ კორონობის ჟამს, არაჰიგიენურ პირობებში, მიწაზე გდია დილის 6 საათზე, იმისთვის, რომ ჩაუსაფრდეს, პრემიერის შვილებს, პატარა ბავშვებს და ეს არაა, ამ საცოდავ გოგოზე ძალადობა, ტვ პირველის მხრიდან, რომელიც მას, მოზარდებზე ბულინგსა და ძალადობას ავალებს?

 

ბოლოს და ბოლოს, ისე თუ გინდათ იაროთ ამ ქალაქში, რომ ყველამ გაფურთხოთ, კი ბატონო, არაა პრობლემა,  თქვენთვის ფურთხი, რა დასანანია, ყველამ ნამდვილად უნდა გაიმეტოს!

 

მსგავსი უნამუსობა ჟურნალისტებს, შევარდნაძის დროსაც არ უკადრებიათ, ამას ვინ გაბედავდა, ამას არავინ იკადრებდა... მიშას რეჟიმის დროს ხომ, ეს ჩვეულებრივი ნორმა იყო და ამ ნორმის აღდგენას და გაგრძელებას ცდილობს ეტყობა, „ტვ პირველი“....

 

სირცხვილი თქვენ, „ტვ პირველი“, თქვენ არაფერი ჟურნალისტიკასთან არ გაქვთ, თქვენ ტოვებთ შთაბეჭდილებას რომ, ბავშვებზე მოძალადე, ერთ-ერთი ფაშისტური დანაყოფი ხართ!“ - წერს დარეჯან ლიპარტელიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner