logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, სხვა კი არაფერი!
- +

23 ივლისი. 2021. 18:24

 

„ფოტოზე გამოსახულია ,,ტვ პირველის" ჟურნალისტი, გვარად ქაჯაია, რომელიც, თურმე, დღეს დილიდან კახეთში, პრემიერ ღარიბაშვილის მშობლების სახლთან ზის და როგორც კი ეზოდან გამოსულ სულიერს, მათ შორის, არასრულწლოვან ბავშვებს მოკრავს თვალს, მაშინვე ჩართული კამერითა და მიკროფონით მივარდება... „ - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში წერს.

 

„თუ კიდევ გაინტერესებთ, როგორი შეიძლება იყოს ლიბერალური ფაშიზმის, პროფესიული უპრინციპობის, პიროვნული უთავმოყვარეობისა და მორალური რელატივიზმის ქრესტომათიული მაგალითი, აქეთ მოიხედეთ:

 

ფოტოზე გამოსახულია ,,ტვ პირველის" ჟურნალისტი, გვარად ქაჯაია, რომელიც, თურმე, დღეს დილიდან კახეთში, პრემიერ ღარიბაშვილის მშობლების სახლთან ზის და როგორც კი ეზოდან გამოსულ სულიერს, მათ შორის, არასრულწლოვან ბავშვებს მოკრავს თვალს, მაშინვე ჩართული კამერითა და მიკროფონით მივარდება...

 

კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირს დაუწყო მტვრევაო, ნათქვამი რომ არის, სწორედ ასეა ლიბერალი ფაშისტების საქმე: მოთხოვნილი ,,ღარიბაშვილის თავი" რომ ვერ მიიღეს, ახლა მისი ოჯახის, ბავშვებისა და მეზობლების ფსიქოლოგიურ ტერორზე გადავიდნენ.

 

ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, სხვა კი არაფერი!

 

რაც შეეხება პროფესიულ უპრინციპობასა და პიროვნულ უთავმოყვარეობას, ,,ტვ პირველის" ეს ჟურნალისტი, ახლა ღარიბაშვილის მშობლებისა და მეზობლების სახლთან რომ პარტიზანობს, სულ ცოტა ხნის წინათ ,,იმედში" მუშაობდა და მთავრობის ხოტბა-დიდებით იყო დაკავებული,“ - წერს ჯაბა ხუბუა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner