logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: პაპუაშვილის განცხადებები დამაფიქრებელი და საგანგაშოა
- +

22 ივლისი. 2016. 12:48



საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, პაპუაშვილის განცხადებები სახელმწიფო ინტერესებს მნიშვნელოვანწილად უპირისპირდება იმ პირობებში, როდესაც მოსამართლეებზე ზეწოლის ნიშნებიც კი არ არსებობს.


ვოლსკის განცხადებით,  ვალდებულებაც კი აქვს პაპუაშვილს, რომ თუკი კონკრეტული დეტალები და ფაქტები იცის, საგამოძიებო ორგანოებში წარმადგინოს.

 

„ეს სერიოზული საკითხია იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება გვეგონოს... დამაფიქრებელი და საგანგაშოა მისი განცხადებები", - აღნიშნა ვოლსკიმ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner