logo_geo
eng_logo
დავით ევგენიძე: უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანა ვართ, რომელიც უკვე ევროპა არის!
- +

23 ივლისი. 2021. 19:00

 

„ჩვენ ყოველთვის ახლოს ვიყავით ევროპასთან როგორც შეგნებით, ასევე შინაგანი მოწოდებით.“ -ამის შესახებ მუსიკოსი, დავით ევგენიძე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჩვენ ყოველთვის ახლოს ვიყავით ევროპასთან როგორც შეგნებით, ასევე შინაგანი მოწოდებით. დასავლეთში არც კი იცოდნენ, რა იყო პარლამენტი, თამარ მეფის დროს კარავი რომ გვქონდა. გარდა ამისა, შოთა რუსთაველი გვყავდა, სულხან-საბა ორბელიანი გვყავდა. ეს ბნელი ქვეყანა კი არ არის, რომელიც სინათლისკენ მიისრაფვის, უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანა ვართ, რომელიც უკვე ევროპა არის. თუმცა, მან ისეთი უნდა მიგვიღოს, როგორიც ვართ, - იდენტობა ჩემთვის უპირველესია. მე თუ ქართველი ვარ, ჩემი ბუნებით, მოწოდებით, მრწამსით ვარ, მე ჩემს ზნეს და ბუნებას არ შევიცვლი, ყოველთვის ქართველად დავრჩები.“ - ამბობს დავით ევგენიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner