logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: უზნეობაა და ლეგიონია მათი სახელი!
- +

23 ივლისი. 2021. 20:07

 

ამას სახელიც აღარ ჰქვია!

 

უზნეობაა და ლეგიონია მათი სახელი!

 

რასაც ღარიბაშვილის სახლთან ჩასაფრებული, ჟურნალისტურ პროფესიას ამოფარებული „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები აკეთებენ, ჟურნალისტიკა კი არა - პოლიტიკური უკულტურობაა, ტერორიზმი და ვანდალიზმია!

 

ჟურნალისტიკა სხვა რამეა, ბატონებო.

 

თუმცა, ამ ქვეყანაში ბავშვთა უფლებები დიდი ხანია, დაუცველია. როდესაც ზოგიერთი უზნეო სამი და ხუთი წლის ბავშვების ფოტოებს აქვეყნებს უნებართვოდ და სიბინძურეებს უწერს მათ, და თან პასუხსაც არავინ სთხოვს, - რატომ უნდა გაგვიკვირდეს, პრემიერის სახლთან რომ უსაფრებიან პატარებს და მიკროფონებით დასდევენ.

 

სწორედ ესაა ლიბერალური ფაშიზმიც, აღვირახსნილი უპრინციპობაც და ჟურნალისტის პროფესიულ ნიღაბს ამოფარებული გვარამიობაც!

 

ან ვოლსკის მიმართ გამოვლენილი აგრესიულობა რად ღირს.

 

ან ხელისუფლების ნებისმიერი წევრის მიმართ გამოჩენილი უტაქტობა და უზნეობა...

 

ფაქტია, მათი საშველი აღარ არის. კეზერაშვილისა და სააკაშვილ-ბოკერიას იდეოლოგიურ მუტანტებად იქცნენ და არად დაგიდევენ მორალს და ადამიანურ ღირებულებებს.

 

ჟურნალისტებზე ძალადობას აპროტესტებენ და უარესად ძალადობენ თავად!

 

ბულინგი, დამცირება, „ნამუსზე აგდება“, დაცინვა, აბუჩად აგდება, ქუჩაში ადევნება, ყვირილი, წიოკი... ესაა მათი სახეც და მათი მედიამენეჯერების მთავარი დაკვეთაც!

 

მთავარია, მიშა იყოს კარგად და სააკაშვილ-გვარამიას რეჟიმის დროს მოკლული ჟურნალისტები ჭირსაც წაუღია...

 

ჭირსაც წაუღია და ვიღას ახსოვს ბობოხიძის მიერ ნაცემი კოლეგები და მის ბუნაგში გამოზრდილი გველების მიერ ჩადენილი ბულინგი!

 

დაოკდით, ბავშვებზე მოძალადე ჟჟჟჟუუუურნალისტებო! დაოკდით!

 

ფაშიზმში ხართ გადავარდნილები და მართლა სირცხვილია!

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner