logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ვინც მიკროფონის წართმევაზე გულყრები დაიმართეთ, აბა ერთი კარგად გამახსნეთ სად ამოიღეთ ხმა მიკროფონს კი არა, სიცოცხლეს, რომ ართმევდნენ ადამიანებს...
- +

23 ივლისი. 2021. 19:08

 

ვინც მიკროფონის წართმევაზე გულყრები დაიმართეთ - დედააა, ეს რა მოხდაააააო, აბა ერთი კარგად გამახსნეთ სად ამოიღეთ ხმაა მიკროფონს კი არა, სიცოცხლეს, სუუულს რომ ართმევდნენ ადამიანებს, ოჯახებს -შვილებს , მამებს ართმევდით დღისით და მზისით, ქონებებს კი ხალხს ღამით, პირადი ნოტარიუსებით ართმევდით, ახლა რო გამოხტებით ნამწყვდევი გოჭებივით გახარებულები, დედააააა ეს რა მოხდაოოო, მაშინ ხმის ამოღებას ვინ გაგაბედინებათ, მაშინვე ვირის აბანოს გამოგიწერდნენ, გამოვიდნენ ახლა ესენი სიმართლისდამცველები და ჟურნალისტის უფლებებზე გულდაკოდილები.. "ტუტ პომნიუ, ტუტ- ნე პომნიუ?".

 

და მეორე, ამ ცოტა ხნის წინ, ჩემი ახლობლის სრულიად უდანაშაულო ოჯახს ჟურნალისტებმა (ოპოზიციური ტელევიზიებიდან) ექსკლუზივების "დათრევის" სურვილით სამი დღე სრული იზოლაცია მოუწყვეს- საკუთარი საცხოვრებელი ბინის კიბეებზე ღამეებს უთევდნენ მიკროფონიანი ჟურნალისტები, დარაჯობდნენ, დრონებს აფრენდნენ, კარებზე აბრახუნებდნენ, ხელაუღებლივ ზარს რეკავდნენ, ბოლოს სახელურის ჩამოგდება სცადეს, რო ჭუჭრუტანიდან გადაეღოთ ერთი-ორი კადრი ისევ ექსკლუზივობისთვის, ამ დროს სახლში ასაკოვანი ადამიანიც იყო და არასრულწლოვანი ბავშვიც, რომლებსაც შეიძლებოდა ჯანმრთელობის პრობლემა შექმნოდათ და ვინ იყო პასუხისმგებელიი? დახმარებისთვის პატრულში რეკავდნენ გარეთ დარჩენილი ოჯახის გულშემატკივრები და პასუხი ასეთი იყო- არა გვაქვს უფლება ჟურნალისტებს ხელი შევუშალოთო და რაა, ჟურნალისტებს აქვს უფლება, რომ სხვის საკუთრებაში შეიჭრან და ოჯახი იზოლაციაში ამყოფონ? ახლა მე პრემიერის დამცველად ნამდვილად არ გამოვდგები, უფრო ახლობლები და მადლიერები ყავს ირგვლივ, მაგრამ მინდა ვთქვა- მის კარებზე მისული ჟურნალისტები მის ოჯახს და შვილებს რომ ავიწროვებენ ეს არის თუ არაა ძალადობა? დიახ, ქვეყანაში ყველა ერთნაირად და ყოველთვის უნდა ვიყოთ დაცულები, ძალადობა არც ჟურნალისტზე შეიძლება და არც ჟურნალისტიდანაა მისასღები. ცუდი ტრადიცია მკვიდრდება, "ია ტაკ დუმაიუ"!( უკაცრავად, კამუნისტების ეპოქას ვარ მოსწრებული და რუსული უფრო მეხერხება).

 

მე არავის გამართლებას და მით უფრო, გასამართლებას არ ვაპირებ მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ყველა დროში ყველაფრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს...

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner