logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: გამოკვეთილია 20­-25 შეუპოვრად არაკანონმორჩილი აფთიაქი
- +

22 ივლისი. 2016. 12:58



მარჯანიშვილზე მდებარე აფთიაქის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაცემასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გამოკვეთილია 20­-დან 25­-მდე შეუპოვრად არაკანონმორჩილი აფთიაქი.

სერგეენკომ აღნიშნა, რომ  სააფთიაქო ნარკომანია სისტემური და მასშტაბური იყო.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო არ არის სადამსჯელო ორგანიზაცია და მას შეუძლია აფთიაქს ლიცენზია შეუჩეროს.


„ეს, პირობითად ორ ჯგუფად რომ გავყოთ, იყო საინექციო მედიკამენტები, როდესაც ყიდულობდნენ წამლებს, რომლისგანაც ამზადებდნენ საინექციო ნარკოტიკებს და ეს, ფაქტობრივად, წელშია გადატეხილი. რჩება ტაბლეტირებული ფორმები. გამოკვეთილია 20­-დან 25-­მდე შეუპოვრად არაკანონმორჩილი აფთიაქი, მათზე რამდენიმე ათეულჯერ განხორციელდა ინსპექტირება, თუმცა დაჯარიმებასა და თანამშრომლობაზე ისინი არ მოდიან. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ როდესაც ვერანაირად ვერ გავაგებინებთ, მივცეთ კანონს აღსრულების საშუალება, რომ ეს პრობლემა მინიმუმამდე ჩამოვიყვანოთ.

სამწუხაროდ, არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ იმავე ადამიანმა ისევ აიღოს ეს ლიცენზია. ჩვენ პარლამენტში წარდგენილი გვაქვს კანონპროექტი და იმედია, შემოდგომის სესიაზე მიღებული იქნება, რომელიც ამ შესაძლებლობას შეზღუდავს. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს ხელთ არსებობს ასევე მძლავრი ინსტრუმენტები, როგორიცაა მაგალითად, გარკვეული გამოკვეთილი მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც მსოფლიოში არსად არ გამოიყენება ნარკოტიკული თრობისთვის გარდა საქართველოსი და არაკეთილსინდისიერი აფთიაქარების უმსგავსო ქცევის გამო ჯანდაცვის სამინისტრო ამ ჯგუფს თავის ადგილს მივუჩენთ, რომ მათთან წვდომა შეიზღუდოს", - განაცხადა სერგეენკომ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner