logo_geo
eng_logo
ნინო გიორგობიანი: კადრებში ნათლად ჩანს, როგორ მისდევს და კითხვებს უსვამს “ტვ პირველი” 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას
- +

23 ივლისი. 2021. 22:26

 

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

 

“დღეს დილის 7 საათიდან კახეთში, პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა “ტვ პირველის” ჟურნალისტი. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ მისდევს და კითხვებს უსვამს “ტვ პირველი” 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას. ასევე ჩანს, როგორ უღებს ფარულად კადრებს სახლის ეზოს. სახლში ამ დროს იმყოფებიან პრემიერ-მინისტრის შვილები- 6 წლის გაბრიელი და 5 წლის ნინო და პრემიერის არასრულწლოვანი დისშვილი. მეგობრებო, დამეთანხმებით, ეს არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება!”

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner