“ის რასაც „ტვ.პირველი“ აკეთებს პრემიერ-მინისტრის ოჯახის და მისი მცირეწლოვანი შვილების მიმართ, არის ტიპიური ფსიქოლოგიური ძალადობა”, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„არავის გამოუვა ეს საძაგლობა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებად გაასაღოს ან რაიმეთი გაამართლოს!“, - აღნიშნავს ანჯაფარიძე.
„TV პირველი“ პრემიერის არასრულწლივან შვილებს დასდევს და შეკითხვებს უსვამს 11 და 16 წლის ბავშვებს”, - წერს სოციალურ ქსელში მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი.