logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: კალაძის სახით ერთ მხარეს დგას საქმის მკეთებელი ადამიანი, მეორე მხარეს კი შემოთავაზებულია ნიკა მელია, რომელმაც რით დაგვამახსოვრა თავი? - შარით
- +

24 ივლისი. 2021. 00:34

 

“კახა კალაძეს „კრიმინალური წარსულის მქონე“ პოლიტიკოსი ეჯიბრებ”, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას დასახელებას.

 

„ერთ მხარეს არის საქმის მკეთებელი, პროგრესის მომტანი ადამიანი ყველა სფეროში და მეორე მხარეს შემოთავაზებული გვაქვს... რით დაგამახსოვრათ თავი? - შარით. იყო სახელმწიფო მოხელე, მერე მისცეს პასუხისგებაში და ამაზე ნასამართლეობა აქვს. ასეთ კრიმინალური წარსულის მქონე უნდა შეეჯიბროს.

 

ამორფული ოპოზიციის დიდი ნაწილის ქმედებების გამო, მივიღეთ ისეთი მდგომარეობა, სადაც სამართლიანად ჩატარებული არჩევნების შედეგად, რაც ევროპამაც აღიარა, ოპოზიცია აბსოლუტურად უაზროდ გაჯიუტებით ქმნიდა ხელოვნურ კრიზისს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის ეთერში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner