logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ირმა ინაშვილი პოლიციის სამმართველოსთან სცემეს - რეზინის ტყვიებით დაცხრილეს ჟურნალისტები ბექა სივსივაძე და გიორგი მამაცაშვილი - ეს ფაქტები არ გყოფნით თქვე მხეცებო?
- +

24 ივლისი. 2021. 01:11

 

“იმ 500-ლარიან სტაჟიორ მიკროფონიან პატარა, მოძალადე, ზონდერბავშვებს ისტორია ასწავლეთ, უახლესი ისტორია, სირცხვილია, რას დაემსგავეთ პარტიულ ტელევიზიებში!”, - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

 

“ნაცების მმართველობის დროს ჟურნალისტი ირმა ინაშვილი პოლიციის სამმართველოსთან სცემეს პოლიციელებმა. მერე საკუთარ სადარბაზოთან დახვდნენ სააკაშვილის კუნთმაგარი ბიჭები და ხელი მოტეხეს, სცემეს.

26 მაისს ნაცპოლიციელებმა, კოდუას ზონდერებმა რეზინის ტყვიებით დაცხრილეს ჟურნალისტები ბექა სივსივაძე და გიორგი მამაცაშვილი, 2012 წელს კუდის მაღალჩინოსანმა,  იმ დროს “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის, ნათია ტრაპაიძის ქმარმა, საკუთარ ეზოში კასტეტით დაჭრა ,,ობიექტივის,, ჟურნალიტი მამუკა გობეჩია. ეს ფაქტები არ გყოფნით თქვე მხეცებო?

 

იმ 500 ლარიან სტაჟიორ მიკროფონიან პატარა, მოძალადე, ზონდერბავშვებს ისტორია ასწავლეთ, უახლესი ისტორია, სირცხვილია, რას დაემსგავეთ პარტიულ ტელევიზიებში!”, - წერს ჯღარკავა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner