logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: ადმინისტრაციამ არავაქცინირებულ ამერიკელებს რისკების თაობაზე ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს
- +

24 ივლისი. 2021. 01:27

 

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ არავაქცინირებულ ამერიკელებს რისკების თაობაზე ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

 

„არ მგონია, რომ ჩვენი როლი ვინმეს დადანაშაულებაა, მაგრამ რისი გაკეთებაც შეგვიძლია ეს არის რისკების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ არ არიან ვაქცინირებული. ისინი საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ თავიანთ თავს, არამედ მათ გარშემო მყოფ ადამიანებსაც აყენებენ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

20 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თითქმის ყველა შემთხვევა არავაქცინირებულ პირებს შორის ფიქსირდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner