logo_geo
eng_logo
ირინა გოგოსაშვილი: ემა გოგოხიას ერთი ზარით დამაპატიმრეს 2004 წლის 26 აპრილს ფოთში
- +

24 ივლისი. 2021. 01:40

 

“ემა გოგოხიას 1 ზარით დამაპატიმრეს 2004 წლის 26 აპრილს ფოთში!”, - წერს ჟურნალისტი ირა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში.

 

“თავიდან ჯაშუშობის, შემდგომ ყალბი ნამდვილი საბუთის ,,გამოყენების,, მუხლით! ეს ის დროა აჭარის ,,გასათავისუფლებლად,, რომ მოემართებოდნენ ,,სუფთა ხელებით,, და სინამდვილეში გასაძარცვად! ამას მოჰყვა მოგვიანებით დიდი თურქობა და სხვა ბევრი უბედურება! სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამაპატიმრეს, ნაბიჭვარი გოგოხია მაშინ “რუსთავი2”-ში  მუშაობდა და ფოთის ხიდზე პოლიციის საგუშაგოსთან სხვა დანარჩენ ჟურნალისტებთან ერთად მეც ვიყავი იქ.

მეორე დღეს აჭარაში შესვლას აპირებდა ჯარი, რომელიც თითქოსდა წვრთნებს ატარებდა ყულევში! გელა ბეჟუაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, მან უარი განაცხადა ამ ფორმით აჭარაში შესვლაზე და გადადგა! ჩემი გადაღებული იყო ტერმინალებში და ხიდების ქვეშ დაბანაკებული ჯარის კადრები, რომელიც ჩემი დაპატიმრების დროს უკვე ეთერში გადიოდა, რადგან კასეტა გადაღებისთანავე მეორე მძღოლს გადავეცი ბათუმში, ტელევიზიაში მისატანად და მე ყულევისკენ გავეშურე სხვა მანქანით! რომ არა უცხოელი და აქაური 2 კოლეგა, დიდხანს ვიჯდებოდი ციხეში… რამდენიმე დღეში გამათავისუფლეს, მაგრამ 4 მაისს,  როცა აჭარის დედა სამშობლოსთან ,,დაბრუნებას,, ზეიმობდნენ, ფოიერვერკად ჩემი სახლი ააგიზგიზეს, რომელიც 4 საათი იწვოდა! გურამ დონაძე პირდაპირ ჩართვაში ამბობდა ,,სახლი თვითონ დაწვა და გაიქცა რუსეთში ასლან აბაშიძესთან ერთადო….. ზუსტად მაგ დროს დავადექი თავზე და ის მიკროფონი ვურტყი თავში! იმ დროიდან ვარ მოძალადე და არანაირი სოლიდარობის გრძნობა არ გამაჩნია ცრუპენტელა ჟურნალიუგების მიმართ!”, - წერს გოგოსაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner