ჟურნალისტი, მედიასაშუალება რომ "ორმაგ სახეს ატარებს" ყველაზე ტრაგი-კომიკური სანახავი ყოფილა.
...ალბათ, ბოლოს, ყველა ამ კადრს "დაჩეხავენ", შეაკოწიწებენ და წარმოგვიდგენენ, როგორც "ჟურნალისტური გამოძიება" ... არადა, გამოძიება კი რა, ჟურნალისტური დაცემაა, უკულტურობა, არასრულწლოვების უფლებების შელახვაა...
TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი - აი, ამ ყველაფრის კეთებას რომ აკადრებინებთ (დიახ, აკადრებინებთ! ამას საკუთარი ნებით არც ერთი ჟურნალისტი არ გააკეთებს! მე ასე მგონია...) თქვენს თანამშრომლებს, მერე რა ნამუსით გამოდიხართ ტელევიზიის ხელმძღვანელები და ხმას იღებთ რაიმე საკითხზე?! (სულ რომ საფუძვლიანიც იყოს კრიტიკა!)
ასეთ მაგალითს აძლევთ საზოგადოებას? - OK, არ არის პრობლემა, მაგრამ, ეს არაა ჟურნალისტიკა და კარგი იქნება თუ გადაირქმევთ სახელს. მაგალითისთვის: პოლიტიკური პარტია "პირველი" და აღარც ის მოლოდინი გვექნება თქვენგან, როგორიც ელემენტარული მორალის მქონე ჟურნალისტებისგან უნდა გვქონდეს.
თქვენი თანამოაზრეების არასრულწოვანი შვილებს რომ აქვთ ამ ქვეყანაში უფლებები და თქვენი ოპონენტებს შვილებს შეგიძლიათ "გადაუაროთ", აი, აქ ხდება ყველაფერი გასაგები მაყურებლისთვის.