ფსიქოლოგი, ნანა ჩაჩუა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში, საზოგადოების აგრესიული ფონის გაზრდაზე და მედიასაშუალების როლზე საუბრობს:
„ჩვენ ადამიანის გაუფასურების ეპოქაში ვცხოვრობთ და საგნებს თუ მოვლენებს თავისი სახელი არ აქვთ. ამ პრობლემის გაცნობიერება არის ხსნა. მედია არის კავშირში ამ პრობლემასთან, რადგან გინდა თუ არა, მედიასაშუალება შენს სახლში შემოდის, ჩვენ მისი საშუალებით ვიღებთ ინფორმაციას. მედიასაშუალებების სფეროში კანონის არარსებობა კი დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან, სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაციისთვის ან თუნდაც ცილისწამებისთვის არავინ აგებს პასუხს.“ - ამბობს ფსიქოლოგი.