logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ამგვარი გაუგონარი ქმედებებით, ნაცოპოზიცია კიდევ ერთხელ წააგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს
- +

24 ივლისი. 2021. 02:22

 

“შეუძლებელია სერიოზული პოლიტიკური ანალიზით აიხსნას რადიკალური ოპოზიციისა და მათი მარიონეტი ჟურნალისტების ბოლოდროინდელი ქმედებები. ეს მხოლოდ და მხოლოდ ამორალური და ბოროტი კლოუნადაა”, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

 

სააკაშვილის სექტა იმდენადაა გაკოტრებული, რომ ქუჩაში აქტივისტებად გამოუშვა მედია-ზონდერები, ფსევდო-ჟურნალისტები, რომლებმაც "ნაცებს" კიდევ უფრო დააკლეს მხარდამჭერები და საზოგადოების მწარე და სამართლიანი კრიტიკის ადრესატები გახდნენ.

 

“დესტრუქციული სექტის მიკროფონიან, პარტიულ მუშაკებს სრულ იგნორირებას ვუკეთებ - არ ვცემ პასუხს. არ შეიძლება პასუხის ღირსად ჩათვალო ეს მავნებელი, ფსევდო-ჟურნალისტები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის დესტრუქციულ, მაგრამ განუხორციელებელ მიზნებს ემსახურებიან.

 

როდესაც ვსაუბრობთ ნაცაქტივისტების თავხედობაზე, ხულიგნობაზე, ვანდალობაზე, საზოგადოებისგან ისმის საკმაოდ სამართლიანი გულისწყრომა და შეკითხვები - რატომ შერჩა ელენე ხოშტარიას, გრიგოლ ვაშაძეს და სხვა მათ კოლეგებს პოლიციელების შეურაცხყოფა, ადმინისტრაციული შენობების ვანდალიზმი, რატომ არ დაისაჯნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტოქსიკური ნივთიერების მფრქვეველი ნაცქალბატონები, რომლებიც ახლა ფსევდო-ძალადობაზე გვიკითხავენ ლექციებს? არის კიდევ სხვა მრავალი შეკითხვაც, მაგრამ, როცა კანონი სრული სიმკაცრით პასუხს გაცემს ყველა კანონდამრღვევს, შემდეგ ჭინკებივით აღარ პარლამენტის მაგიდებზე და ვერც ცრუ ბრალდებებს შეთითხნიან.

 

ამგვარი გაუგონარი ქმედებებით, ნაცოპოზიცია კიდევ ერთხელ წააგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. გინდ ნიკა მელია წამოაყენონ თბილისის მერობის კანდიდატად და გინდ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ შექმნან ე.წ. ალტერნატიული მთავრობა. ბავშვების ქვიშაში თამაში უფრო საინტერესო და შინაარსიანია, ვიდრე ნაცოპოზიციის პოლიტიკური 'სახლობანა'”,  -წერს ანალიტიკოსი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner