„რასაც ხედავ, ის ნათქვამს უნდა შეადარო. ამას ჰქვია კრიტიკული ცნობიერება.“ - ამის შესახებ ფსიქოლოგი, ნანა ჩაჩუა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„რასაც ხედავ, ის ნათქვამს უნდა შეადარო. ამას ჰქვია კრიტიკული ცნობიერება. კრიტიკული ცნობიერება ადამიანებში დიდი ფუფუნებაა და იშვიათი შემთხვევა. მეტი განათლება და კრიტიკული ცნობიერება - ეს დაგვეხმარება სიმართლის ამოცნობაში!“ - ამბობს ფსიქოლოგი.