logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ამ ღირებულებათა ომს გამარჯვებული არ ეყოლება!
- +

24 ივლისი. 2021. 03:00

 

“სამოქალაქო საზოგადოების გაფეტიშებით, გამოხატვის თავისუფლების და საუკუნოვანი ქრისტიანული მრწამსის სრული იგნორირებით,  და ტრადიციულ მენტალობასთან კონფლიქტში შესვლით, ქვეყანა მიექანება სახიფათო სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ, რომელიც თუ არ შეჩერდა,  უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება”, - ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

 

“ქვეყანა, რომ აშკარად სამოქალაქო დაპირისპირების ეპიცენტრშია, დღეს ოლიმპიურ სოფელში, ლაშა ტალახაძის  ოთახში ხატების ფონზე გადაღებული ფოტოს კომენტარებიც ცხადყოფს და ამ ღირებულებათა სოციალურ და მსოფლმხედველობით დაპირისპირებაზეც მიუთითებს.

არავის გასარჩევი და მით უმეტეს საქილიკო არაა ადამიანი სად ილოცებს, და არც არავის ეკითხება სურათს რა ფონზე გადაიღებს, მით უმეტეს სიწმინდეებს თუ ეხება.

ნეო ლიბერალიზმის როგორც ნეო ბოლშევიზმის ამ  ახალი უღმრთოთა რელიგიის სახე აქაც ღიად მოჩანს, რომლის დროშასაც მეინსტრიმული მედია და ოპოზიციად წოდებული ნაცკლასტერი წარმოადგენს.

ამ  ლიბერასტ- ათეისტების  წარმოდგენა ოდენ მატერიას და კუჯს არ სცილდება.  იმასაც ვერ იგებენ, რომ საკუთარ წონაზე ორჯერ მეტი, რომ აწიო, სულ ცოტა მეტაფიზიკაც უნდა დაგეხმაროს.

სამოქალაქო საზოგადოების გაფეტიშებით, გამოხატვის თავისუფლების და საუკუნოვანი ქრისტიანული მრწამსის სრული იგნორირებით,  და ტრადიციულ მენტალობასთან კონფლიქტში შესვლით, ქვეყანა მიექანება სახიფათო სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ, რომელიც თუ არ შეჩერდა,  უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება. აშკარად ძალადობაში გადაზრდილი 5-6 ივლისის მოვლენებიც ამ რეალობის თავისებური გამოძახილი იყო.

ამ ღირებულებათა ომს გამარჯვებული არ ეყოლება!”, - წერს ცუცქირიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner