ავტორი ნინო ჯიბუტი
ევროპული კომისიის შეფასებასა და რეკომენდაციებში: საქართველოს პატრიარქი დადანაშაულებულია სიძულვილის ენით საუბარში, რადგან მან ლგბტ ღონისძიებებს „ქართველი ერის შეურაცხყოფა" , ჰომოსექსუალიზმს კი „დაავადება" უწოდა.
„რეპორტიორი" შეეცადა ხალხის აზრის გაგებას. საუბრობს თუ არა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიძულვილის ენით? - გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოს პატრიარქი არ საუბრობს სიძულვილის ენით და ის მხოლოდ სიყვარულს ქადაგებს.